მთავარი ციტატა

“მოახლოვდა არჩევნები და ცესკო-მ დაიწყო თავისი ბნელი საქმეების კეთება”

“მოახლოვდა არჩევნები და ცესკო-მ დაიწყო თავისი ბნელი საქმეების კეთება და „ქართული ოცნებისთვის“ კოჭების გაგორება. დღეს ცესკო-ს განზრახული აქვს რეგლამენტში ცვილებების შეტანა. რაც მთავარია, ყველაფერი ეს ხდება ფარულად, არც პოლიტიკურმა პარტიებმა, არც სადამკვირვებლოებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამის შესახებ არაფერი არ იცოდნენ, ფარულად ხდებოდა ამის მიღება. ჩვენ მოვითხოვთ ამ პროექტის განხილვის გადადებას,  ყველა პოლიტიკურ პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციასთან ამ დებულების შეთანხებას და შემდეგ მიღებას.”

ლევან ბეჟაშვილი – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი

აღნიშნულით ლევან ბეჟაშვილი საარჩევნო კომისიას რეგლამენტში შესაძლო ცვლილებებს გამოეხმაურა.

 ლევან ბეჟაშვილის თქმით, ცვლილებების მიხედვით, საუბნო- საარჩევნო კომისიების წევრები აღარ იქნებიან ვალდებულნი, დაესწრონ კომისიის სხდომებს და მის საქმიანობაში მიიღონ მონაწილეობა.

იტვირთბა....