“სამწუხაროა, რომ თავისი მწვავე განცხადებისათვის რუსეთის მხარემ შეარჩია ის დღეები, როდესაც მსოფლიოს ქვეყნები დამოუკიდებლობის დღეს გვილოცავდნენ, ეს მათი არჩევანია. ის, თუ რას წარმოადგენს ლუგარის სახელობის საზოგადოების ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი, ჩვენი საგარეო უწყების განცხადებაში დეტალურად არის გაშუქებული. ეს ცენტრი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს პანდემიის პირობებში და ეს ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის. სამწუხაროა ისიც, რომ რუსეთის მხარე არანაირად არ უწევს ჩვენს საზოგადოებრივ აზრს ანგარიშს და ამ ცენტრის მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობს, რაც როგორც ჩანს, რუსეთის საგარეო პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.”
ზურაბ აბაშიძე – პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთში
აღნიშნულით ზურაბ აბაშიძე რუსეთის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ლუგარის ლაბორატორიაში რუსი ექსპერტების დაშვებას ითხოვენ.