“ხელისუფლებამ გადაგვაგდო და მოგვატყუა. სიტყვის გატეხვა პოლიტიკაში არაა კარგი საქმე. გარწმუნებთ, რომ ეს წინ ძალიან ცუდად დაგვხვდება, მთლიანად ქვეყანას და არა მარტო “ქართულ ოცნებას.” ცუდად დაგვხდება ის, რომ “ქართულ ოცნებას” მიეწება და მიეკერა სიტყვის გამტეხისა და არასანდო პარტნიორის სახელი. პატივი ვცეთ, საკუთარ სიტყვას და შევასრულოთ. ოცნება მოჰყვა მეორე ავარიაში, როდესაც უარი თქვა შეთანხმების შესრულებაზე და სანტაჟი დაუპირა პარტნიორებს, გამოდით და თქვით, პოლიტპატიმრებზე იყო თუ არა საუბარიო.”
აკაკი ბობოხიძე – “ევროპული საქართველოს” წევრი
ამის აკაკი ბობოხიძემ “დღის ამბებში” სტუმრობისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ თუ ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმებას არ შეასრულებს, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. ამაზე, ხელისუფლების წევრები აცხადებენ, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი ოპოზიციის გამო ჩავარდება, ეს მათი პასუხისმგებლობის საგანი გახდება.