“როდესაც 26 მაისს, ასევე ჩემი და ჩემი თანაგუნდელებისთვის ძალიან მძიმე დღეს, ხელისუფლება კიდევ შეურაცხყოფითა და ლაფის სროლით გპასუხობს, ხელისუფლებამ, რომელმაც ძალაუფლება მოიპოვა, არ გამოიძია 26 მაისის მოვლენები, “ნაციონალურ მოძრაობასთან”ჩახუტებული იყო და სააკაშვილთან ფლირტში იყო გართული, და აქეთ შენ გაბრალებს რაღაც სიბინძურეს. და იმას, რომ გადაწყვეტილება მივიღეთ უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, სწორედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საარჩევნო სისტემა შეიცვალოს და ამისთვის თანამშრომლობ სხვა პარტიებთან, ისინი არიან მოკავშირეები ერთ საკითხში, ესაა საარჩევნო სისტემის მიღწევის საკითხი.”
ნინო ბურჯანაძე – “ერთიანი საქართველოს” ლიდერი
ამის შესახებ ბურჯანაძემ “დღის ამბებში” სტუმრობისას განაცხადა.
ცნობისთვის, ხელისუფლების წარმომადგენლები ნინო ბურჯანაძეს აკრიტიკებენ იმასთან დაკავშირებით, რომ 26 მაისის აქციაზე ვისი დამსახურებითაც მოხდა ტრაგიკული მოვლენები, დღეს მასთან ერთად ზის მოლაპარაკების მაგიდასთან.