“მიწებზე რომ ატყდა ერთი ამბავი, ტყეების გადაცემაზე, მერაბიშვილი რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მესხეთ-ჯავახეთში ტყე დატოვა? ბორჯომში ფიჭვი და ნაძვი აღარ დატოვეს. მარტო რუსებმა გააფუჭეს რომ დაწვეს? უარესი აოხრება მაგან გააკეთა პირადად, მაგ ლობირებდა. ყველაფერი გინდათ მალაპარაკოთ? როდესაც ჩინელებს 49 წლით გადასცეს, პროტესტის გრძნობა გქონდათ?!”
მეუფე იაკობი- ბოდბელი მიტროპოლიტი
ამის შესხაებ მეუფემ საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, პარლამენტში „საქართველოს ტყის კოდექსი“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა საპატრიარქოს ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობები საკუთრებაში გადაეცეს.