მთავარი ციტატა

“ივანიშვილისა და ღარიბაშვილის შემდეგ ახალი სიმაღლეები დაიპყრო გახარიამ, როცა თქვა, რომ კორუფცია ქართულ-ჯიგრული ყოფილა”

“ჩვენ გვახსოვს ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში ყველა ყველას იცნობს და რა ვქნათ ახლა, ვერც ნეპოტიზმს აღმოვფხვრით და ვერც კორუფციას. შემდეგ გვახსოვს ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც გამოგვიცხადა, რომ ცოლის ნათესავი ნათესავი არ არის. ახლა ახალი სიმაღლეები დაიპყრო ბატონმა გახარიამ როცა თქვა, რომ კორუფცია ყოფილა ქართულ-ჯიგრული. გახარიას უნდა ესმოდეს, რომ როდესაც ამას ისმენენ საჯარო მოხელეები, ეს არის პირდაპირი სიგნალი, რომ ხვალ უფრო მეტი მოიპარონ.”

 

ირმა ნადირაშვილი – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი

ამის შესახებ ირმა ნადირაშვილმა ჟურნალისტებთან პრემიერის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

გუშინ პარლამენტში დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მოუსმინეს, რომელმაც საგანგებო მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა. პრემიერმა პანდემიის პერიოდში არსებულ გამოწვევებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. შემდეგ კი დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

ერთ-ერთი კითხვის საპასუხოდ, რომელიც კორუფციას ეხებოდა,გახარიამ განაცხადა, რომ  ქვეყანაში კორუფცია არ არის და თუ რომელიმე კომპანია უფრო მეტად პრივილეგირებულია, ეს მხოლოდ  “ქართულ ჯიგრულ პონტში” ხდება. 

იტვირთბა....