“პარლამენტში დეპუტატებს რომ ვუყურებდი, ყველას ეკეთა ნაირფეროვანი, სხვადასხვა ფასონის, სხვადასხვა ნაჭრის, სხვადასხვა ფერის, ყველა მაღალი ხარისხის და თითქმის ყველა ქართული წარმოების პირბადე. უკვე 20-მდე სხვადასხვა კომპანია აწარმოებს პირბადეებს. იმდენად გაჯერდა საქართველოს ბაზარი, ჩვენ ამ დღეებში დავრთეთ ნება, გაიტანონ ექსპორტზე. ამერიკის შეერთებულ შტატებშია მოთხოვნა, არის ევროპულ ქვეყნებში მოთხოვნა, როგორც დღეს ითქვა, დიდი რიგები დგას ამის გამო, არის უკრაინაში მოთხოვნა და ეს იმას ნიშნავს, რომ იმპორტიორიდან ვიქეცით ექსპორტიორად ორ თვეში.”
ნათია თურნავა – ეკონომიკის მინისტრი
ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან ქართული წარმოების პირბადეებზე საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, საქარტველოში პირველად პირბადის წარმოება აჭარაში დაიწყო, როცა მსოფლიო ბაზარზე მისი დეფიციტი მოხდა.