ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში, სომხეთში COVID-19-ით შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„სომხეთში, როგორც მინისტრი ტოროსიანი, ასევე ექსპერტები, იტალიურ სცენარს ელოდებიან. ბოლოს ჩატარებული 1197 ტესტიდან, 38%-ს კორონავირუსი აღმოაჩნდა, რაც ძალიან დიდი რიცხვია.
დავდებ სტატიის ბმულს, რომელშიც წერენ, რომ საავადმყოფოებში ადგილები გადავსებულია.
ოფიციალური პროგნოზით, 30 ათას დაინფიცირებულს ელიან. ექსპერტები 2-ჯერ მეტ ციფრს ასახელებენ.
დღეს 289 ახალი შემთხვევა (აზერბაიჯანში 149), გუშინ 452. გარდაცვლილთა რიცხვმა 91-ს მიაღწია. მისახლეობა 2,7 მლნ.
ეს ჩვენთან ახლოს, მეზობლად ხდება.
ამიტომ, გავიაზროთ პანდემიის სერიოზულობა, ნურც დავიზაფრებით, ნურც მოვეშვებით, დავიცვათ ელემენტარული მოთხოვნები.
მეორე ტალღის გადატანა საკმაოდ რთული იქნება და უნდა მოვახერხოთ თავიდან აცილება.
დანარჩენს სომხეთთან დაკავშირებით ამ სტატიაში წაიკითხავთ:
https://m.ru.armeniasputnik.am/…/Italyanskogo-stsenariya-ne… – წერს ამირან სალუქვაძე.