ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ ვინმეს ვაწყენინეთ, ამისთვის ცალკე კიდევ ბოდიში”- გახარია ოპოზიციის წევრებს

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოპოზიციის კრიტიკას, იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობის წევრები პანდემიასთან ბრძოლის პროცესში და მათ შორის, არც საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების დროს პარლამენტში არ მივიდნენ, უსაფუძლოს უწოდებს.

როგორც პრემიერმა დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა, პარლამენტის რეგლამენტი, რომლითაც გათვალისწინებულია, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების დროს, მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი თანამდებობის პირები შეიძლება იყვნენ წარმოდგენილები, თავად მათ მიიღეს.

” ჩვენ აქ მოვედით ჩვენი ნებით, ანგარიშის სახით, იმიტომ რომ გვესმის ნაწილობრივ ლეგიტიმური კითხვების, რატომ არ ვიყავით მაგალითად საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების დროს და ა.შ. თუმცა ამასაც თავიდანვე ვუპასუხებ, ძვირფასო პარლამენტარებო, ეს რეგლამენტი არის თქვენი მიღებული და ამ რეგლამენტით გათვალისწინებულია, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების დროს, მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი თანამდებობის პირები შეიძლება იყვნენ წარმოდგენილები. ჩვენ ამ დროს, მერწმუნეთ, რომ საჭირო საქმეს ვაკეთებდით და თუ ვინმეს ვაწყენინეთ ამისთვის ცალკე კიდევ ბოდიში,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პარლამენტში დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მოუსმინეს, რომელმაც საგანგებო მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა. პრემიერმა პანდემიის პერიოდში არსებულ გამოწვევებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. შემდეგ კი დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

იტვირთბა....