“2019 წლიდან მოყოლებული იძულებით, გადასახადის სახით, მოქალაქეებსა და მათ დასაქმებულებს იძულების წესით ართმევთ თანხას და აგროვენიბეთ საპენსიო ფონდში. დღეის მონაცემებით, ფონდში დაგროვილია 772 მილიონი ლარი. ამასთან, მაგალითად, 1500-ლარიანი ხელფასის მქონე ადამიანს ამ ფონდში უკვე დაგროვილი აქვს მინიმუმ 980 ლარი, რომელსაც არ უბრუნებთ. ამ ფულს რატომ არ უბრუნებთ? რომელიც წაართვით და უთხრით, რომ შავი დღისთვის არის გადანახული, რატომ არ უბრუნებთ?!”
ოთარ კასიძ – “ევროპული საქართველოს” დეპუტატი
აღნიშნულით ოთარ კახიძემ საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრს მიმართა.
პარლამენტში დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მოუსმინეს, რომელმაც საგანგებო მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა. პრემიერმა პანდემიის პერიოდში არსებულ გამოწვევებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.