ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში გამოკვლეული 1000 ადამიანიდან საშუალოდ 6 მათგანს კორონავირუსი გადატანილი აქვს

საქართველოში კორონავირუსზე  გამოკვლეული 1000 ადამიანიდან 6-10 მათგანს ანტისხეულები აღმოაჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ინფექცია უკვე გადატანილი აქვთ.

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, კვლევა ჩატარდა სწრაფი ტესტით და არა „პისიარ“ ტესტით, ვინაიდან სწრაფ ტესტებს არა დაავადებულების, არამედ დაავადება გადატანილების გამოსავლენად იყენებს.

ცერცვაძის თქმით, კვლევა 1000 ჯანმრთელ ადამიანს ჩაუტარდა, თუმცა საბოლოო შედეგები ჯერ ცნობილი არაა.

“ჩვენ ვატარებთ მცირე კვლევას ჯანმრთელ მოსახლეობაში, 1000 კაცზე, ვთქვი ისიც, რომ ეს კვლევა ჯერ არ დამთავრებულა და საბოლოო შედეგები არ არის შეჯამებული. ამ კვლევაში ჩართული 1000 კაციდან გვყავს 6-10 დადებითი შედეგი. თუ კიდევ უფრო დავაზუსტებთ, გვყავს 6 ადამიანი, დანარჩენი 4-ის შედეგები ზუსტდება“, – განაცხადა ცერცვაძემ.

როგორც ცერრცვაძე განმარტავს, ეს მონაცემი არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს დაავადება აქვთ, არამედ ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ ანტისხეულები.

“ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ეს 6 კაცი არის ავადმყოფი. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ისინი არიან სეროპოზიტიურები, ანუ მათ აქვთ ანტისხეულები. მსგავსი კვლევა მთელ მსოფლიოში ტარდება, რათა დაადგინონ, რა შეფარდებაა ავადმყოფებისა და სეროპოზიტიური ადამიანების რაოდენობას შორის“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

იტვირთბა....