“აქამდე რაც ილაპარაკეთ, დიდი ნაწილი დაუთმეთ იმას, თუ რა გაკეთდა. ძალიან ცოტა ილაპარაკეთ, რა უნდა გაკეთდეს მომავალში. და ჩვენ საზოგადოებას, რომელსაც პანდემიამდეც უჭირდა და მერე უფრო გაუჭირდა, აინტერესებთ, რა ეშველებათ ხვალ. რა ეშველებათ იმ შიმშილის გამო, რომლის წინაშეც დადგნენ.”
ზურაბ ჭიაბერაშვილი – პარლამენტის უმცირესობის წევრი
აღნიშნულით ზურაბ ჭიაბერაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრს მიმართა.
პარლამენტში დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მოუსმინეს, რომელმაც საგანგებო მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა. პრემიერმა პანდემიის პერიოდში არსებულ გამოწვევებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.