ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პრემიერი მოვიდა ხელცარიელი და ჯიბეცარიელი, მისი არც ერთი სიტყვაც სანდო არ არის”- რომან გოცირიძე

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე პრემიერ-მინისტრს სოციალური პაკეტის ფარგლებში მოქალაქეების დახმარებისთან დაკავშირებით უსვამს კითხვას და აცხადებს, რომ გაუგებარია, როდის უნდა მიიღონ ადამიანებმა აღნიშნული კომპენსაცია.

როგორც გოცირიძემ სიტყვის გამოსვლისას აღნიშნა, პრემიერს არცერთ სიტყვაზე უნდა ენდონ, ვიდრე პარლამენტში ბიუჯეტს არ წარადგენენ.

“კვლავ გაუგებარია, როდის იქნება ეს ფული, რა რაოდენობის იქნება, რას აპირებს ბიზნესთან დაკავშირებით. პრემიერი პარლამენტში მოვიდა ხელცარიელი და ჯიბეცარიელი. არ მოიტანა ბიუჯეტი. მისი არც ერთი სიტყვა, რაც აქ მოვისმინეთ, სანდო არ არის.

არცერთ სიტყვაზე არ უნდა ვენდოთ, სანამ არ შემოვა ბიუჯეტი. ყველაზე მთავარი, როდესაც პანდემიის პერიოდში ამბობდნენ, რომ კორონავირუსი ყველაზე მეტად ვნებს იმ ადამიანს, ვისაც არ აქვს იმუნიტეტი და ვისაც ახლავს სხვა დაავადებები, ზუსტად ასეთ ვითარებაში იმყოფება საქართველოს ეკონომიკა. საქართველოს ეკონომიკა ვირუსს შეხვდა იმუნიტეტის გარეშე და თანმდევი, მრავალი დაავადებით<‘- აცხადებს გოცირიძე.

გოცირიძეს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საკრედიტო სააგენტოს კვლევა, რომელიც ჩატარდა 63 ქვეყანაში და პანდემიის პერიოდში ეკონომიკური რისკების მიხედვით საქართველო ყველაზე 63-ე ადგილზე აღმოჩნდა.

“62-ე არის თურქეთი, 61-ე არის არგენტინა. ყველაზე მოწყვლადი, სარისკო პანდემიის დროს, ყველაზე სუსტი და მოუმზადებელი აღმოჩნდა საქართველოს ეკონომიკა. ანუ პანდემიას ქვეყანა შეხვდა ეკონომიკურად მოუმზადებელი. ეს არის სამწუხარო სურათი,”- აცხადებს რომან გოცირიძე.

პარლამენტში დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მოუსმინეს, რომელმაც საგანგებო მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა. პრემიერმა პანდემიის პერიოდში არსებულ გამოწვევებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

 

იტვირთბა....