ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შეთანხმების პირობებს თან აღიარებთ და თან ბოლო პოლიტაპატიმრის გამოშვება არ გინდათ და გინდათ კრიზისი შეინარჩუნოთ”- ბოკერია გახარიას

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტში მყოფ პრემიერს კითხვა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით დაუსვა.

გოკერიას აინტერესებს, მაშინ, როდესაც ხელისუფლბაში აცხადებენ, რომ შეთანხმება არ ყოფილა, როგორ მოხდა, აშშ-ში სტრატეგიულ პარტნიორებისთვის ლობისტების მიერ მიწერილი წერილი ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა შეთანხმების შესრულების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და გაათავისუფლა ორი პატიმარი.

ბოკერია პრემიერს კითხვას უსვამს, თუ რატომ არ სურთ, ბოლო პოლიტპატიმრის გამოშვებით დახურონ ეს თემა და რატომაა მათ ინტერესში, რომ კრიზისი შენარჩუნდეს ქვეყანაში.

“პრემიერმა ბევრ ისეთ თვითქებასთან და ოპოზიციის კრიტიკასთან ერთად, რომელსაც არანაირად არ ვეთანხმები, თქვა ისიც, რასაც ვეთანხმები. საერთო ჯამში ქვეყანას მთლიანად შეგვაფასებენ ყველგან და საზოგადოებრივ თანხმობას აქვს მნიშვნელობა. ამაზე მაქვს კითხვა – პანდემიის გარდა, ერთ-ერთი დიდი პრობლემა პოლიტიკური კრიზისია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტპატიმრები იყვნენ, ერთი პოლიტიკური პატიმარი ისევ ციხეშია, თქვენ მათ პოლიტპატიმრებად არ აფასებთ, იძახით, რომ შეთანხმება არ ყოფილა. მინდა უბრალოდ გვითხრათ, რატომ არ გაქვთ ინტერესი, რომ ეს ფურცელი დაიხუროს? ცოტა ხნის წინ ვნახე, თქვენი ლობისტების მიერ მიწერილი წერილი აშშ-ში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ჯერ ერთი, მინდა გკითხოთ, ვინ გირჩიათ, მთავრობის მაგივრად ლობისტი მიმართავდეს წერილით პარტნიორებს? ეს ითვლება სამარცხვინოდ და ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელ ამბად. ლობისტმა შეიძლება, გირჩიოს როგორ ილაპარაკო, რა სტრატეგია გქონდეს, მაგრამ წერილებს წერს მთავრობა. მაგრამ ეს წერილი, რომელსაც მთავრობის ლოგო აქვს ქვემოთ იწყება ასე: „რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა პოლიტიკური შეთანხმების შესრულების მიმართულებით და შეიწყალა ორი პატიმარი“. აქ აღიარებითი ჩვენება გაქვთ, თან ამას აღიარებთ და თან ბოლო პოლიტაპატიმრის, რომელსაც თქვენ პოლიტპატიმრად არ თვლით, გამოშვება არ გინდათ და გინდათ კრიზისი შეინარჩუნოთ. ამიხსენით როდის იტყუებოდით. ამ წერილის დროს? ახლა? გუშინწინ? ერთი პოლიტპატიმრის შემთხვევაში თუ მეორესი? რურუას თუ სხვების შემთხვევაში?”,- აცხადებს ბოკერია.

გარდა ამისა, კოკერია დაინტერესდა, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ეროვნული დროშების ჩამოკიდება რატომ იყო პრობლემა ქალაქში.

იტვირთბა....