მთავარი ციტატა

“გიორგი გახარია არის ჯალათი და რაც არ უნდა ეცადოთ დღეს, ამოეფაროთ თეთრ ხალათს, თქვენს სისხლიან ხელებს ვერ დამალავთ”

“თავმომწონედ პოზირებთ, თითქოს დაგვავიწყდა, რომ თქვენთვის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ჩალის ფასი აქვს და რომ თქვენი მოტიკტოკე ბატონის გადასარჩენად მზად ხართ, ადამიანებს ცხოველებისთვის განკუთვნილი ტყვიები სახეში დაუშინოთ. გიორგი გახარია არის ჯალათი, გიორგი გახარია არის „ქართული ოცნების“ მმართველობის ყველაზე სისხლიანი დღეების შემოქმედი და რაც არ უნდა ეცადოთ დღეს, ბატონო გახარია, რომ ამოეფაროთ თეთრ ხალათს, რომ ჩვენი მოქალაქეების უდიდესი თვითშეგნების ხარჯზე თქვენ მიიწეროთ ქულები, თქვენს სისხლიან ხელებს ვერ დამალავთ.”

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა

ამის შესახებ თინა ბოკუჩავამ პარლამენტში კითხვის დასმისას განაცხადა.

თინა ბოკუცავას განცხადებით, კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან გავიდა ზუსტად 3 თვე და დღემდე საქართველოს არც ერთ მოქალაქეს ერთი თეთრის დახმარებაც არ მიუღია და  ეს არის ის ფუნდამენტური კითხვა, რომელსაც პრემიერმა უნდა უპასუხოთ.

პარლამენტში დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მოუსმინეს, რომელმაც საგანგებო მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

იტვირთბა....