ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს იყო გადაწყვეტილება, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ტაშს უკრავდა”- გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სწარფი ტესტირების საკითხსაც შეეხო და მწუხარება გამოთქვა, რომ ეს თემა სპეკულაციის საგანი გახდა.

როგორც გახარიამ აღნიშნა,  “სწრაფმა ტესტებმა ბევრი ქვეყანა შეცდომაში შეიყვანა, ვინაიდან მისი სანდოობის კოეფიციენტი ძალიან დაბალია”.

“რაც შეეხება ტესტირების ნაწილს, მინდა ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ დავხურო. სამწუხაროა, როდესაც ქვეყანაში, რომელიც პანდემიას ებრძვის, ტესტირების თემა ხდება სპეკულირების ნაწილი. მსოფლიოში არსებობს ერთადერთი ოქროს სტანდარტი, ესაა “პისიარ” ტესტირება. ჩვენთან ლუგარის, ქუთაისისა და ბათუმის ლაბორატორიებს “პისიარ” ტესტების ჩატარება უმაღლეს დონეზე შეუძლიათ,”- აცხადებს პრემიერი.

მისივე თქმით, თუ ვირუსის გავრცელების დასაწყისში დღეში საშუალოდ 75 ტესტირება ტარდებოდა, დღეს ეს რიცხვი 2500-მდე გაიზარდა.

როგორც გახარია აღნიშნავს, ჯანდაცვის უწყებას დავალება აქვს მიცემული, რომ შემოდგომამდე დღეში 10 000 “პისიარ” ტესტის ჩატარება შეძლოს.

“ვისაც ეს ესმის, ის ძალიან კარგად ხვდება, რაზეც ვსაუბრობთ. ყველაფერი უნდა იყოს თანმიმდევრული და გეგმის შესაბამისად. ყველა ნაჩქარევად გახსნა არის ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა,”- აცხადებს გიორგი გახარია.

ამასთან, გახარია განმარტავს, რომ “გაურკვეველი ტესტების პირობებიში ადამიანების ჯანმრთელობა რომ დაზღვეული ყოფილიყო, შეიმნა საკარანტინო სივრცეები, რაც ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო.”

“ეს იყო გადაწყვეტილება, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ტაშს უკრავდა. დღემდე საკარანტინო სივრცე უკვე 22 ათასზე მეტმა მოქალაქემ გაიარა,”- აცხადებს გახარია.

 

იტვირთბა....