ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ყველაფრის გახსნა შეიძლება ერთ დღეში, არანაირი პრობლემაა, მაგრამ აქ მთავარია ადაპტაცია”- გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქება მას შემდეგ დაიწყო, როცა უკვე აშკარა გახდა, რომ მთავრობა ვირუსის გავრცელებას აკონტროლებდა.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტში  საგანგებო მდგომარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა,

როგორც პრემიერი აღნიშნავს, ეკონომიკური საქმიანობების გახსნისას მთავარია ადაპტაცია, რათა ამ გახსნამ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესება არ გამოწვიოს და მთავრობა სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს.

“როდესაც დავინახეთ, რომ გავრცელების სისწრაფე, “R” კოეფიციენტი დაეცა, მივხვდით, უკვე შეგვეძლო გვეთქვა, რომ ვირუსის გავრცელებას მთავრობა აკონტროლებს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილებები სწრაფად, რომელიც ეკონომიკას საშუალებას აძლევდა, უფრო მეტი ჟანგბადი მიეღო. შესაბამისად, ეკონომიკის გახსნისა და ადაპტაციიეს ეტაპები დავიწყეთ.

აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ადაპტაცია,. ყველაფრის გახსნა შეიძლება ერთ დღეში, არანაირი პრობლემა არაა. და ზოგიერთმა ჩვენმა მეზობელმა სცადა და გაიგო, ერთ დღეში გახსნა რას ნიშნავს. თუ გახსნას კონტროლის შესაბამისი მექანიზმები არ მოჰყვება, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, მოხდეს ვირუსთან ადაპტაცია, ეს ქვეყნისთვის უაღრესად რისკის შემცველია.

ამიტომ, შემსუბუქებისა და ადაპტაციის ეტაპი, რომელზეც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, უკიდურესად მნიშვნელოვანია. აქ ყველას პასუხისმგებლობაა, მოქალაქეების, მთავრობის, მიზნების, პარლამენტის და ა.შ.,”- აცხადებს გახარია.

 

იტვირთბა....