პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში 1-ელი ივნისიდან ღია სივრცის მქონე რესტორნები, ასევე, ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება.
ამის შესახებ პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა,
ამასთან, გახარიას ცნობით, 1-ლივე ივნისიდან მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც.
ამასთან, 8 ივნისიდან კი გაიხსენება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში.
„8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, ასევე გაიხსენება ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმებები და ექნებათ შესაბამისი ნებართვა. ასევე საქალაქთაშორისო ტრანსპოტი, – განაცხადა გახარიამ.
ამასთან, ცნობილია, რომ 29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო გაიხსნება.