ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ბასილაშვილის ოჯახი ითხოვდა, რომ განქორწინების შემდეგ ნეკას 7 წელი არ ექორწინა” – ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი

“ძალიან საინტერესო დეტალია და ამით ნიკოლოზ ბასილაშვილის და მისი ოჯახის წევრების მსოფლმხედველობასაც გაარკვევთ. როდესაც ისინი ავიდნენ ნეკა დოროყაშვილის სახლში, მოითხოვეს განქორწინება, კონკრეტული პირობით, რომ 7 წლის განმავლობაში ნეკას არ უნდა ექორწინა.”

ანა აბაშიძე – ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი

აღნიშნული განცხადება აბაშიძემ, “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მისივე თქმით, პირადი ცხოვრების შეზღუდვის მოთხოვნას არავინ დაეთანხმა და ცოტა ხანში ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ, რომელსაც გენერალური მინდობილობა ჰქონდა, დაიწყო დავა ბავშვზე და განქორწინებაზე.

იტვირთბა....