ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს არის წვეთოვანი ინფექცია და ვერ გავექცევით იმას, რომ ვიღაცამ გვერდზე არ დაახველოს, არ დააცემინოს, არამარტო ბავშვებისთვის, არამედ დიდებისთვისაც…” – პედეატრი

ზღვასთან დაკავშირებით მე მაქვს ასეთი აზრი და მეცნიერთა გარკვეულ ნაწილსაც, რომ ზღვა ეს არის მაინც ე.წ რისკ ფაქტორი – ამის შესახებ, პედიატრმა, ინგა მამუჩიშვილმა “პალიტრანიუსთან” საუბრისას განაცხადა.

პედიატრმა იმ რისკებზე ისაუბრა, რომელიც შეიძლება წელს ბავშვების ზღვაზე წაყვანას მოჰყვეს.

„მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ბავშვები ზღვაზე არ წავიყვანოთ არ არსებობს. უბრალოდ ზღვასთან დაკავშირებით მე მაქვს ასეთი აზრი და მეცნიერთა გარკვეულ ნაწილსაც, რომ ზღვა ეს არის მაინც ე.წ რისკ ფაქტორი. იმისათვის, რომ ბავშვი არ დაავადდეს სხვა ვირუსული ინფექციებით, არ შეხვდეს ბავშვს ნაწლავური ინფექცია და აქედან გამომდინარე არ გაძლიერდეს მშობლების შიში, რადგან დღეს კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით არსებობს უამრავი შიში მშობლებში. ნებისმიერი დაცემინება, დახველებადიარია იწვევს გარკვეულ შიშს და საფრთხეს იმისას, რომ ჩემს შვილს არ ჰქონდეს ინფექცია. აქედან გამომდინარე ზღვაზე არის ამის დიდი შანსი. გარდა ამისა, ჩვენ თუ ტურისტულ სეზონს ველოდებით და ტურიზმს გავააქტიურებთ იქ იქნება უამრავი ხალხი, თავყრილობები. და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ინფექცია ჯერ არ მინელებულა და მას არ სძინავს და ამიტომ შესაძლოა ამ ვირუსით ბავშვის დასნებოვნება.

ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის წვეთოვანი ინფექცია და ვერ გავექცევით იმას, რომ ვიღაცამ გვერდზე არ დაახველოს, არ დააცემინოს, არამარტო ბავშვებისთვის, არამედ დიდებისთვისაც თუნდაც შეზლონგები უნდა დაიდგას 2 მეტრიანი დისტანციით რამდენად მოხდება ამ ყველაფრის დაცვა?

ასევე ურეკშიც, ის სამკურნალო ქვიშაა, თუმცა თუ მანდ მოგვიწევს წასვლა, ძალიან ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ. მე იმიტომ ვამბობ, რომ წელს ზღვაზე ნუ დაისვენებთ, 1 წელი იქნებ ზღვაზე არ წახვიდეთ, რომ საფრთხე უფრო მეტია ვირუსული ინფექციის და კორონავირუსული ინფექციის გადადების. უფრო დიდ უპირატესობას მივანიჭებ მთას, სოფლებს, აგარაკებს ქალაქიდან მოშორებით სუფთა ჰაერზე “, – აცხადებს პედიატრი.

იტვირთბა....