“ბევრი რამ არ შესრულდა, რასაც გვპირდებოდნენ.. ამაზე ძალიან ხშირად მიფიქრია. როდესაც თავს ცუდად ვგრძნობ ყოველთვის ამაზე ვფიქრობ – ღირდა თუ არა ეს ყველაფერი იმად, რაც მე მჭირს ახლა… მაგრამ მე იმედი მაქვს. პირველ რიგში ახალგაზრდების, რადგან ვხედავ ჯანსაღ აზრს და ამიტომ არასდროს დავიხევ უკან ჩემს თავთან და არ ვიტყვი – რატომ.”
მაკო გომური – 20 ივნისის აქციაზე დაზარალებული
ამის შესახებ მაკო გომურმა ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, 2019 წლის ივნისში მოქალაქეებმა საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვი პარლამენტში სტუმრობა გააპროტესტეს, რომელიც საქართველოს მართლმადიდებლური ასამბლეის ფარგლებში ჩამოვიდა. პარლამენტის წინ აქცია 20 ივნისს დაიწყო. იმართეს. აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა საღამოს ათი საათისთვის სამართალდამცავებს აქტივისტების ნაწილი დაუპირისპირდა. ღამის 12 საათისთვის ძალოვანმა სტრუქტურებმა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით აქციის დაშლა გაუფრთხილებლად დაიწყეს. შედეგად, აქციის არაერთი მოქალაქე და მედიის წარმომადგენელი მძიმედ დაშავდა.