aviabiletebi
მთავარი ციტატა

“როგორი უპასუხისმგებლოც არ უნდა იყო ოპონენტი, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, არ დაუშვას ამ ტიპის მოვლენები”- ბოკერია 26 მაისის აქციაზე

“იმ ძალების მიმართ ჩემი დამოკიდებულება არ შემიცვლია, მიუხედავად ამისა, ძალიან ცუდი ფორმით გადადგა ეს ნაბიჯი, ვგულისხმობ ძალის გადამეტებას და უკვე დაშლის შემდეგ იმ ქმედებებს, რაც ვიხილეთ. ანუ, ასეთი რაღაცა არასოდეს არ უნდა მოხდეს. როგორი უპასუხისმგებლოც არ უნდა იყო ხელისუფლების ოპონენტი, სპეციალურად ეძებდეს საბაბს ასეთი რაღაცის, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ეს გაითვალისწინოს და არ დაუშვას იმ ტიპის მოვლენები, რაც მაშინ ჰქონდა ადგილი.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გიგა ბოკერია – „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი

ამის შესახებ ბოკერიამ ჟურნალისტებთან 2011 წლის 26 მაისის აქციაზე საუბრისას განაცხადა. 

შეგახსენებთ, 2011 წლის მაისში ოპოზიციური პარტიები საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციებს მართავდნენ. აქციებს ძირთადად მიტინგის სახე ჰქონდათ და მიმდინარეობდა 21 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით, ხოლო ოპოზიციის ლიდერი ნინო ბურჯანაძე იყო. თბილისში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მის დარბევამდე. 26 მაისის აქციის დაშლისას დაიღუპა 2 ადამიანი. 

 

იტვირთბა....