“დღეს ოპოზიციურ სპექტრში ერთად არიან ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთისთვის მძიმე ბრალდებები არ დაუშურებიათ. თქვენ იცით, რომ მაგალითად, ბატონი ირაკლი ოქრუაშვილი ღიად ამბობდა პირდაპირ ეთერში, რომ სააკაშვილმა მას დაუკვეთა პატარკაციშვილის მკვლელობა, თუმცა დღეს პოლიტიკურად ამხნევებენ, რაც ჩემთვის და ალბათ საზოგადოებისთვისაც ცოტა რთულად აღსაქმელია. ქალბატონი ნინო ბურჯანაძე, რომელსაც წინა ხელისუფლება იმ მოვლენების დროს მძიმედ გაუსწორდა და რა შეფასებები და ბრალდებები იყო, ესეც ძალიან კარგად გვახსოვს, მაგრამ დღეს ისინი ერთად არიან.”
ირაკლი სესიაშვილი – პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე
ამის შესახებ სესიაშვილმა ჟურნალისტებთან 2011 წლის 26 მაისის აქციაზე საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, 2011 წლის მაისში ოპოზიციური პარტიები საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციებს მართავდნენ. აქციებს ძირთადად მიტინგის სახე ჰქონდათ და მიმდინარეობდა 21 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით, ხოლო ოპოზიციის ლიდერი ნინო ბურჯანაძე იყო. თბილისში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მის დარბევამდე. 26 მაისის აქციის დაშლისას დაიღუპა 2 ადამიანი.