მთავარი ციტატა

“ყველა ჩვენგანის ხარჯზე ხდება ჩვენი სახსრების გაფლანგვა და ამაზე პოლიტიკურადაც არავინ აგებს პასუხს”

“ეს არის ტიპური მაგალითი ამ ხელისუფლების მართვის შედეგებისა ჩვენი ქვეყნისთვის. ყველა ჩვენგანის ხარჯზე ხდება ჩვენი სახსრების გაფლანგვა და ამაზე სისხლის სამართლებრივად კი არა, პოლიტიკურადაც არავინ აგებს პასუხს. ჩვენს ხარჯზე იღებენ სესხს და მერე ეს იფლანგება ან კორუფციულად რიგდება. არ აქვს მნიშვნელობა, კორუფციასაც რომ არ ჰქონდეს ადგილი, ეს არის დამღუპველი დამოკიდებულება და სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების გამოცვლის შემდეგ ეს ტვირთი გაყვება ქვეყანას. მაოხრებელი გზირივით იქნებიან, თვითონ წარსულს ჩაბარდებიან, მაგრამ ამ ტვირთს დაგვიტოვებენ.”

გიგა ბოკერია – „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი

ამის შესახებ გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან აუდიტის ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა. 

ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2019 წელს 243 მლნ ლარის ოდენობის საგარეო ვალით დაფინანსებული 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით შესრულდა.

იტვირთბა....