მთავარი ციტატა

“საგარეო ვალი აიღო და საერთოდ არაფერი გააკეთო, ნული პროცენტი გქონდეს შესრულება, ესაა პირდაპირ დანაშაული”

“ბოლო წლების განმავლობაში ყოველწლიურად იზრდება საგარეო ვალი და დღეს უკვე მართლაც სარეკორდო რიცხვზეა.აუდიტის დასკვნა არის ერთი მაგალითი იმის, რომ ვიღებთ ვალს, მომავალ თაობას ვუტოვებთ გადასახდელს ვალს, ოღონდ ამ ვალით არაფერს არ ვაკეთებთ. ეს არა მხოლოდ თავმოუბმელობის და უნიათობის მაგალითია, ესაა პირდაპირ დანაშაული. აბსოლუტურად აუცილებლად მიგვაჩნია აუდიტის ამ დასკვნის საფუძველზე დაიწყოს გამოძიება და გაირკვეს რატომ აქვს ნულოვანი ათვისება ამ პროექტებს. ვალი აიღო და საერთოდ არაფერია არ გააკეთო, 0% გქონდეს შესრულება, ეს არის თანამდებობის ბოროტად გამოყენება, ან უბრალოდ ისეთი ხარისხის კორუფცია, რომელიც წარმოადგენს გამოძიების საგანს.”

დავით ბაქრაძე – „ევროპული საქართველოს“ ლიდერი

ამის შესახებ დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2019 წელს 243 მლნ ლარის ოდენობის საგარეო ვალით დაფინანსებული 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით შესრულდა.

 

იტვირთბა....