“კატეგორიულად ვთხოვ რეჟიმს, სასწრაფოდ იქნას აღდგენილი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსები, მეტრო, საქალაქთაშორისო მგზავრობა, ტაქსები სრული დატვირთვით, მატარებლები, შიდა ავიაცია, თუ ყავთ ასეთი. მიცვალებულისთვის არაფერი მნიშვნელობა არ აქვს, სიკვდილის მიზეზების დიაგნოზში რა ეწერება, კორონავირუსი, ბიძინავირუსი, უტრანსპორტობა, უმუშევრობა, უფულობა თუ უკალორიობა.”
შალვა ნათელაშვილი – “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი
აღნიშნული განცხადება ნათელაშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.