მთავარი ციტატა

“გამოაქვეყნონ და თქვან ყველაფერი, თუ რა საიდუმლოს მალავს ბატონი ნიკოლოზი”- ადვოკატი

“ამ წუთიდან, რათა შეწყდეს ეს სპეკულაციები, გარდა იმისა, რაც სასამართლომ დააკირსა ნიკოლოზ ბასილაშვილს, ის შეწყვეტს ყველანაირი თანხის გადახდას, იმისთვის, რომ თუ ვინმეს რაიმე ჰგონია, რომ დუმილის სანაცვლოდ თანხას უხდიდნენ და ამიტომ დუმდნენ, მათ აქვთ სრული თავისუფლება, თუნდაც ამ მოტივით, რომ თანხას უხდიდნენ, ამ წუთიდან არ იქნება არანაირი თანხა გადახდილი, მათ გამოაქვეყნონ, მათ თქვან ყველაფერი, თუ რა საიდუმლოებას ინახავდა და რა საიდუმლოს მალავს ბატონი ნიკოლოზი.”

ირმა ჭკადუა – ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი

ამის შესახებ ირმა ჭკადუამ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

ადვოკატის განმარტებით, საზოგადოებაში გავრცელებულ მოსაზრებაზ თითქოსდა სპორტსმენი მის ყოფილ მეუღლეს, რაღაც პირობის გამო, დუმილის საფასურს უხდის, სიმართლეს არ შეესაბამება.

შეგახსენებთ, რომ  22 მაისს ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ  ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა მას შემდეგ განახორციელა, რაც ნელი დოროყაშვილი მის სახლში ბავშვის წასაყვანად მივიდა.

  

იტვირთბა....