“ნუ ვაკეთებთ აქცენტს იმაზე, რომ საარჩევნო სისტემა ერთი კაციც ბედზეა ჩამოკიდებული, მანამდე სამი კაცის ბედზე იყო?! მე ამაზე სულ ვფიქრობდი, იქ როცა ვიყავი, მათ შორის, შენ ერთ-ერთი მედროშე იყავი, რომელიც იძახდა, რომ მაინც უნდა მისცე(საარჩევნო ცვლილებებს ხმა). მე ეს ჭმუნვა მქონდა და მე როცა ჩემებს დავურეკე, ვუთხარი, თუ ჩემი ფაქტორია აქ და სხვანაირად გეუხერხულებათ და თვლით, მითხარით და მე ამ მორალურ დისკომფორტს მოგიხსნით. მაგრამ, ყველა ოპოზიციური პარტია ერთ აზრზე იყო და მიაჩნდა, რომ ეს იყო მორალურადაც და პრაგმატულადაც სწორი.”
გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
ამის შესახებ გიგი უგულავამ “დღის ამბებში” სტუმრობისას განაცხადა.
გადაცემის წამყვანმა, დიანა ტრაპაიძემ საპასუხოდ განუცხადა, რომ ის არაა მედროშე და ის მედროშეა იმის, რომ კარგ ქვეყანაში იცხოვროს.
შეგახსენებთ, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, თუ საპატიმროდან გიორგი რურუა გათავისუფლებული არ იქნება. ისინი ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას სთხოვენ.