მთავარი ციტატა

“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია, რომ სწორედ სახელმწიფომ მოკლა “ციხის ბუნტის“ დროს პატიმრები”

“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია, რომ სწორედ სახელმწიფომ მოკლა „ციხის ბუნტის“ დროს პატიმრები. საზოგადოებას აინტერესებს მაშინდელი ხელისუფლების მორალური პასუხისმგებლობა, მათი მორალური სახე, რა დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხისადმი. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ კვირაში, პლენარულ სხდომაზე ვიხილავთ მათ არაადეკვატურ, უპასუხისმგებლო, ცინიკურ განცხადებებს და დამოკიდებულებას. ვფიქრობ, ჩვენ გვექნება პოლიტიკური დებატების შესაძლებლობა და მოვთხოვთ პასუხს იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც საზოგადოებას აინტერესებს.”

ანრი ოხანაშვილი – არლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა,  სადაც დეპუტატები იუსტიციის მინისტრის მოადგილის, გოჩა ლორთქიფანიძის მოხსენებას ისმენენ.

კომიტეტის სხდომაზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით 2019 წლის ანგარიშს განიხილავენ.

 

იტვირთბა....