მთავარი ციტატა

“ჩვენ სკამებისთვის არ ვიბრძვით, უკეთესი მომავლისთვის რომ ვიბრძვით, სწორედ ამიტომაა, რომ ადამიანი არ უნდა ჩატოვო ციხეში”

“ჩვენ სკამებისთვის არ ვიბრძვით და ეს არაა სკამებისთვის ბრძოლა. ხელისუფლებისთვის და უკეთესი მომავლისთვის რომ ვიბრძვით, სწორედ ამიტომაა, რომ ადამიანი არ უნდა ჩატოვო ციხეში. თუ ახლა ივანიშვილს გადაგდება გაუვიდა, ეს ცუდი იქნება. ჩვენ იქით არის საზოგადოება, რომელსაც პატიოსნად ჩატარებული არჩევნები უნდა. და დღეს 8 მარტის პირობების სრულად შესრულება არის წინაპირობა იმისა, რომ არჩევნები მეტნაკლებად ნორმალურ სიტუაციაში ჩატარდება.”

გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდეირ

ამის შესახებ გიგი უგულავამ “დღის ამბებში” სტუმრობისას განაცხადა. 

დღეს სასამართლო სხდომაზე გიორგი რურუას საქმეზე მოწმეები დაიკითხნენ. მოწმემ დაადასტურა, რომ რურუას ჩხრეკისას იარაღი აღმოაჩნდა. 

შეგახსენებთ, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, თუ საპატიმროდან გიორგი რურუა გათავისუფლებული არ იქნება. ისინი ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას სთხოვენ. 

იტვირთბა....