გუდაურში კაფე “ვიტამინი” დაიწვა. ხანძრის ჩაქრობა ვერ მოხერხდა, შედეგად კაფე მთლიანად დამწვარია.
როგორც “მეტრონომს” უწყებაში განუცხადეს, ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე უცნონია და გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, გამოძიება სსსკ-ის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას/განადგურებას გულისხმობს.
კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
დაიწვა გუდაურის ვიტამინი :(ძალიან ბევრი წლის შრომა გასწორდა მიწასთან :(აღარ მჯერა, რომ თავისით იწვის ამ გუდაურში რაღაცეები! Vitamin Gudauri
Gepostet von Tea Kikvadze am Montag, 25. Mai 2020