ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბრიტანეთში სკოლების ნაწილი პირველ ივნისს გაიხსნება

დიდ ბრიტანეთში სკოლების ნაწილი პირველ ივნისს გაიხსნება – ამის შესახებ პრესკონფერენციაზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

ჯონსონის განცხადებით, მათ სურთ, რომ ბრიტანელი ბავშვები საკლასო ოთახებში დააბრუნონ, თუმცა უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით. პირველად ბრიტანეთში სკოლები დაწყებით საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისთვის გაიხსნება.

ბორის ჯონსონის თქმით, სკოლებს სპეციალური გაიდლაინები ექნებათ, როგორ უნდა გაიხსნას, რომ უზრუნველყოს მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების უსაფრთხოება.

დიდ ბრიტანეთში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 259 500-ს გადააჭარბა.

იტვირთბა....