“ხელისუფლებაში ხან პენსიონერების გულის მოგებას ცდილობენ ხოლმე, ხან მასწავლებლების, ცდილობენ, რომელი ჯგუფიც უფრო მეტი ყავს, ისინი ჰყავდეთ ბედნიერ მდგომარეობაში. ეს ხომ არ არის პირველი საარჩევნო წელი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ჩვენ ხომ ვიცით, რომ რელიგიური ნიშნით როგორი ქულების ჩაწერა შეუძლია ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რა თქმა უნდა, ამ შანსს არასდროს არ უშვებდა ხელიდან არცერთი ხელისუფლება… ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომელიც კანონებით იმართება, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც იმართება პოლიტიკური ნებით”
რუსუდან გოცირიძე, ევანგელურ – ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი
TV პირველი, “დღის ამბები”