ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ ტრადიციული ყოველწლიური ბრიფინგისას განაცხადა, რომ მსოფლიო პანდემიისა და ჩინეთის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულება სამწუხაროა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე დასძინა – სამწუხაროა ფაქტი, რომ, კოვიფინფექციის გარდა, ამერიკაში პოლიტიკური ვირუსიც ვრცელდება და ქვეყანა ყველა შესაძლებლობას იყენებს, რათა ჩინეთს თავს დაესხას.
„უმჯობესია, აშშ-მა შეწყვიტოს დროის ფლანგვა. მათ, ვისაც ჰგონია, რომ ჩინეთი პანდემიით გამოწვული შედეგებისთვის კომპენსაციის გადახდას აპირებს, ის უბრალოდ ოცნებობს“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ.