მთავარი ციტატა

“ტყე არ იკეტება – მისი გონიერი, ზომიერი მოხმარების ნორმები იდება” – მეუფე დავითი

„ეს არაა მხოლოდ ეკლესიებზე გადასაცემი ტერიტორიების კანონი, ესაა ზოგადად ტყის მართვის კანონი. აქედან გამომდინარე, თუ სახელმწიფო კანონმდებელი თვლის, რომ ერთობლივად შეიძლება ამ საკითხის მოგვარება, ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავთ. რაც შეეხება იმას, რომ ეკლესიაზე გადაცემული ტყეები იქნება უტყუარად დაზიანებული ან აკრძალვის ზონები, მინდა გავიხსენო, რომ მსოფლიოშიც და საქართველოშიც არსებობს ასეთი რეგულაციები, რომელიც იძლევა ტყეში თავისუფლად დასვენების საშუალებას. საგანგებოდ არის გამოყოფილი საპიკნიკე, კარვის გასაშლელი და მანქანის გასაჩერებელი ადგილები. ტყე არ იკეტება, ოღონდ მისი გონიერი, ზომიერი მოხმარების ნორმები იდება”

ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი

“პირველი არხი”

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით „ტყის კოდექსის” კანონპროექტი დაამტკიცა. როგორც ცნობილია, აღნიშნული კანონი ეკლესია-მონასტრებისთვის ტყის გარკვეული მასივების გადაცემასაც ითვალისწინებს.

იტვირთბა....