მთავარი ციტატა

“თანამედროვე სახელმწიფოსთვის ეკლესიის ამხელა ძალაუფლება შეუსაბამო რამაა” – სერგო რატიანი

“ქართულმა ოცნებამ” საქართველო, ფაქტობრივად, შუა საუკუნეებში დააბრუნა, თანაც ეს შუა საუკუნეები საქართველოში არ ყოფილა მაშინაც კი, როდესაც არსებობდნენ ფეოდალები. მათ ჰქონდათ თავიანთი თვითმყოფადობა და დამოუკიდებლობა. აქ კიდე არის რუსული შუა საუკუნეები, სადაც გარკვეული პირობით გადაიცემოდა მიწა, გარკვეული დროით, გარკვეული ვალდებულებით სახელმწიფოსა და ეკლესიის წინაშე. ეს არის არანორმალური ვითარება. თანამედროვე სახელმწიფოსთვის ეკლესიის ამხელა ძალაუფლება შეუსაბამო რამაა”

სერგო რატიანი, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი

TV პირველი, “დღის ამბები”

შეგახსენებთ, პარლამენტში „საქართველოს ტყის კოდექსი“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა საპატრიარქოს  ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობები საკუთრებაში გადაეცეს.

 

იტვირთბა....