“პარლამენტში პრემიერი უნდა მოსულიყო გასულ კვირას, როცა, ფაქტობრივად, ანტიკონსტიტუციური კანონი მიიღო უმრავლესობამ. პრემიერს სჩვევია ხოლმე, რომ იგი საუბრობს ბევრს და კრიტიკულ კითხვებს პასუხს არ სცემს ხოლმე, ამიტომ ჩვენი წინადადება როგორც ადრე, ისე ახლა არის, რომ ყოველ კითხვას პასუხი მოჰყვეს მაშინვე”
გიორგი კანდელაკი, პარლამენტის ფრაქცია “ევროპული საქართველოს” მიდვანი
“მთავარი არხი”
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში 27 მაისს გამოცხადდება. 29 მაისს კი გიორგი გახარია “ნაციონალურ მოძრაობას” ინტერპელაციის წესით ჰყავს დაბარებული. ივნისში პრემიერი წლიური ანგარიშით წარსდგება პარლამენტის წინაშე.