aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“უნდა გვესმოდეს, რომ მიხეილ სააკაშილს აქვს დიდი პოლიტიკური რესურსი, გამოცდილებაც, სახელიც და ის მსხვილი ფიგურაა” – უგულავა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას, “მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში გამოეხმაურა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეს, ქვეყნის პრეზიდენტის წარმატება ახარებს.

“თავი რომ დავანებოთ ნებისმიერ პოლიტიკურ კონტექსტს, როგორც ქართველ ადამიანს, როგორ შეიძლება არ გამიხარდეს ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის წარმატება. თუ მე სადმე წარმომიდგენია ჩემი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც უცხოეთში აგრძელებს კარიერას, ის ყველაზე სწორ და ადეკვატურ ადგილას აღმოჩნდა. საკაშვილი უფრო გრძელვადიანი მოთამაშეა ქართულ პოლიტიკაში, ვიდრე ივანიშვილი. უნდა გვესმოდეს, რომ მიხეილ სააკაშილს აქვს დიდი პოლიტიკური რესურსი, გამოცდილებაც, სახელიც და ის მსხვილი ფიგურაა. ის ან ძალიან უყვარდათ ან ძალიან სძულდათ. ახლა “ქართული ოცნება” სწორედ ამის კულტივაციას ეწევა. მიშა ამ ქვეყანაში ჩამოვა, ბუნებრივია, მაგრამ ის რასაც გვეუბნება “ქართული ოცნება”, რომ რომ დღეს თუ აღარ ვიქნები მე, იქნება მიშა, არის ტყუილი”

იტვირთბა....