ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ამას შეისწავლის შესაბამისი კომისია და მეც დასკვნებს დაველოდები” – სკანდალური პოსტის შემდეგ ზუგდიდელი მასწავლებელი განცხადებას ავრცელებს

“25 წელია ამ სკოლაში ვმუშაობ. ძალიან მიყვარს ჩემი საქმიანობა და მთელი გულით ვემსახურები ამ საქმეს. არცერთი წყენა, არცერთი ცუდი დამოკიდებულება მოსწავლეებთან წლების განმავლობაში არ მქონია. მართლა გულით ვემსახურები ჩემს საქმეს, უბრალოდ, პატარა გაუგებარი მიზეზი იყო თავის დროზე, რაზეც გული ძალიან დამწყდა. ადამიანური გრძნობით ძალიან განვიცადე და ეს აღვნიშნე. ამას შეისწავლის შესაბამისი კომისია და მეც დასკვნებს დაველოდები.”

ხათუნა ქვარცხავა – ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგი

აღნიშნული განცხადება ქვარცხავამ, “ტვ პირველთან” საუბრისას გააკეთა.

შგახსენებთ, რომ ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგმა სოციალურ ქსელში 2020 წლის კურსდამთავრებულებს სიძულვილის ენის შემცველი პოსტი მიუძღვნა.

იტვირთბა....