ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“მძინარე ჯოს არ შეუძლია დიდებამდე მიგვიყვანოს” – ტრამპი ბაიდენზე

“მძინარე ჯოს არ შეუძლია, დიდებამდე მიგვიყვანოს, ის არის მიზეზი, რის გამოც მე აქ ვარ”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

ტრამპს ამ განცხადების პარალელურად მიკრობლოგზე გაზიარებული აქვს სააგენტო „ბრეიტბარტზე“ გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგები, სადაც აღნიშნულია, რომ პენსილვანიის შტატში პრეზიდენტი ტრამპი რეიტინგით ჯო ბაიდენს უსწრებს.

გამოკითხვების მიხედვით, ტრამპს 50,2 პროცენტი, ბაიდენს კი 45,5 პროცენტი აქვს.

იტვირთბა....