ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჟირინოვსკი ხელისუფლებას კორონავირუსის ვაქცინის პატიმრებზე გამოცდას სთავაზობს

რუსეთის „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, ვლადიმერ ჟირინოვსკი, ხელისუფლებას სთავაზობს, როდესაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შემუშავდება, ის პატიმრებზე გამოსცადონ.

ჟირინოსვკის აზრით, ვაქცინაცია პატიმრებში ნებაყოფლობითი უნდა იყოს და თუ პატიმრები დათანხმდებიან, მათ სასჯელის ვადა ორჯერ უნდა შეუმცირდეთ.

„თუ მე პრეზიდენტის პოსტს მომცემთ 2024 წელს, მეც მზად ვარ ჩემზე ნებისმიერი მედიკამენტი გამოსცადოთ“, – განაცხადა ჟირინოვსკიმ.

რუსეთის დუმის დეპუტატი მიიჩნევს, რომ სარგებლის სანაცვლოდ ვაქცინიზაციას ათასობით ადამიანი დათანხმდება. რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო 14 ვაქცინა მუშავდება.

იტვირთბა....