ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბერლინში ლუთარანულმა ეკლესიამ სამლოცველო მუსლიმებს დაუთმო

ბერლინში ლუთარანულმა ეკლესიამ სამლოცველო დაუთმო მუსლიმ მორწმუნეებს, რომლებიც სოციალური დისტანცირების წესების გამო მეჩეთებში ვერ ლოცულობენ.

გერმანიაში რელიგიური წირვები 4 მაისიდან განახლდა, თუმცა სამლოცველოებში მოსახლეობას 1.5 მეტრის დისტანციის დაცვა ევალება. შედეგად დარ ასალამის მეჩეთმა, რომელიც ნოიკელნის რაიონში მდებარეობს, მხოლოდ მორწმუნეების ნაწილის მიღება შეძლო. დახმარების მიზნით, მართა ლუთერანის ეკლესიამ საკუთარი სამლოცველო მუსლიმ მორწმუნეებს დაუთმო.

“ბიბისის” ცნობით, რამადანის დასრულების აღსანიშნავად მუსლიმი მოსახლეობა, როგორც წესი, ერთად იკრიბება და ლოცვებს ესწრება, თუმცა  პანდემიის გამო წლევანდელი დღესასწაული განსხვავებულია.

იტვირთბა....