სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი ახლა 6 302-ს შეადგენს – ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში სამით გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი, ჯამში სომხეთში კორონავირუსით 77 ადამიანია გარდაცვლილი, გამოჯანმრთელებული – 2 936.
სომხური მედიის ცნობით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი სხვა თანმხლები დაავადებების გართულების შედეგად გარდაიცვალა, სომხეთში ასეთი სულ 32 შემთხვევა ფიქსირდება.