ახალი ამბები მთავარი სამართალი

სავარაუდო აფეთქება – სოფელ კოხნარში საზოგადოებრივი ცენტრის შენობა დაზიანდა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში სავარაუდოდ აფეთქების შედეგად საზოგადოებრივი ცენტრის შენობა დაზიანდა.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე დაზიანებულია „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატი, შენობის კედლები, ჩამსხვრეულია მინები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

იტვირთბა....