ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სესხები როცა გადაუვადეს ადამიანებს, საკმაოდ სერიოზული უსამართლობა მოხდა” – ჭიჭინაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრს უნდა ჰქონოდა საკმარისი ცოდნა სესხების გადავადების დროს შესაძლო პრობლემების შესახებ – ამის შესახებ, დავით ჭიჭინაძემ “ფორმულას” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემები არსებობს და ყოფილ ბიზნესომბუდსმენს უნდა სცოდნოდა მათ შესახებ.

„გახარიას საქმიანობას თუ გადავხედავთ, საინტერესო მომენტი იკვეთება – დღეს გამოვიდა და თქვა, ვინც შემოსავალი დაკარგა, ყველას გადაუვადდებათ კაპიტალიზაციის გარეშეო. პირველი დღიდან იმიტომ არ მივეცი ხმა, მაშინაც ჩემი კითხვა ეს იყო სესხებთან დაკავშირებით და ვალდებულებებთან დაკავშირებით ფორსმაჟორის მოთხოვნა. მთავრობის მეთაურმა ის მაინც უნდა იცოდეს, რომ 08.08.08 ომის შემდეგ ყველა სუბიექტმა ფორსმაჟორი ამოიღო და პრაქტიკულად ყველამ უარი თქვა ფორსმაჟორზე. ამან მეტნაკლებად ადამიანები გაათავისუფლა.

სესხები როცა გადაუვადეს ადამიანებს, საკმაოდ სერიოზული უსამართლობა მოხდა. მე ვაფრთხილებდი, რომ სამი თვის შემდეგ ვერავინ შეძლებდა მათ გადახდას. თან, პრაქტიკულად არც გადაუვადებიათ – ხალხს ახალი სესხები მისცეს. სავალუტო ფონდის მოთხოვნაა პირდაპირ, დახმარებების წინაპირობა არის, რომ აღიარებული იქნას ის სესხები, რომლებიც აღარ დაბრუნდება, ანუ ჩამოსაწერი სესხები. ბანკები მაინც ცდილობდნენ ეს მათ დადებით ბალანსში აესახათ, თუმცა თუ შევხედავთ, სერიოზული პრობლემაა ამ მიმართულებით. დღეს რომ გამოდის გახარია და იძახის ახლა ამას ბრძენი სახით – სამი თვის წინ არ იცოდა? მანდ მთავრდება მისი სიბრძნე”, – ამბობს დავით ჭიჭინაძე.

იტვირთბა....