ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ ტყე გადაეცემა მთლიანად ეკლესიას, ეს ნიშნავს, რომ ტყე შენარჩუნდება” – მიტროპოლიტი ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი, ახალ კანონთან დაკავშირებით რომლის მიხედვითად, საქართველოში არსებულ ყველა ეკლესია-მონასტერს 20 ჰექტარამდე ტყე საკუთრებაში გადაეცემა, განცხადებას ავრცელებს.

“პრივილეგია კი არაა, პასუხისმგებლობაა ეს ძალიან დიდი და ძალიან მძიმე დავალება.

წინასაარჩევნოდ თუ ვინმეს ვინმეს გულის მოგება უნდა, რაღაც ისეთი უნდა აჩუქოს, რასაც გამოიყენებს და ტყე რაში უნდა გამოიყენოს?

საპატრიარქო დიდი ხანია მიმართავს [ხელისუფლებას], რომ ტყე უნდა გაშენდეს საერთოდ და ჩვენ სხვადასხვა დროს სხვადასხვა მთავრობა გვპირდებოდა.

ფაქტიურად, დავალებას გვაძლევენ, რომ ტყის მცველები ვიყოთ, ასე გამოდის.” – განაცხადა ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

იტვირთბა....