” საოცარი მოწყალეა წმინდა ნიკოლოზი. არ არის შემთხვევა, რომ ადამიანმა სთხოვოს და მან არ მიიღოს თხოვნა,-” ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.
როგორც ილია მეორემ აღნიშნა, “როცა გაგიჭირდებათ, სთხოვეთ წმინდა ნიკოლოზს, წმინდა ნიკოლოზი უარს არ გეტყვით, ახლაც, ამ რთულ დროს მინდა, ვთხოვო წმინდა ნიკოლოზს, რომ გაიღოს მოწყალება, შეიწყალოს საქართველო და მთელი მსოფლიო.”
“მე მახსენდება მონაყოლი უწმინდესისა დ უნეტარესი ეფრემისა, რომელსაც წმინდა ნიკოლოზი სწყალობდა განსაკუთრებით. ბათუმში არის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი, სადაც ხატია წმინდა ნიკოლოზისა, მივიდა მიტროპილიტი ეფრემი და ეუბნება ხატს, შენ ხარ მთავარეპისკოპოსი და მე ვარ მიტროპოლიტი, გეხვეწები სთხოვე პატრიარქს, მოწყალება გაიღოს ჩემ მიმართო. სულ შეიცვალა მის მიმართ დამოკიდებულება და შემდეგ პატრიარქად აირჩიეს ეფრემ მეორე. საოცარი მოწყალეა წმინდა ნიკოლოზი. არ არის შემთხვევა, რომ ადამიანმა სთხოვოს და მან არ მიიღოს თხოვნა. მინდა, გავიხსენო ჩემი შემთხვევა, აკადემიაში ვსწავლობდი, ჩემთან სწავლობდა არქიდიაკონი ხარიტონი დასავლეთიდან იყო, ბათუმში ჩამოვიდა ოთხშაბათ დღეს, მითხრა, მიჭირსო და დამეხმარეო, მე ვუთხარი, რომ ყოველ ოთხშაბათს ვასრულებთ პარაკლისს წმინდა ნიკოლოზისა, სთხოვე მეთქი წმინდა ნიკოლოზს და დაგეხმარება. იმ დღეებში ვხედავ სიზმარს წმინდა ნიკოლოზი შემოსილია, ტახტზე ბრძანდება დაწოლილი, ხელი აქვს გამოწვდილი და მეფერება თავზე. მე მიხარია, მე ვეუბნები, ხარიტონი მეთქი? მპასუხობს წმინდა ნიკოლოზი, ხარიტონი ამოვიყვანე ორმოდან და მეტი რაღა გინდაო. უწმინდესმა, ეფრემ მეორემ გაიღო მოწყალება და მიიღო ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში მღვდელ-მონაზვნად, თანდათან დაიმსახურა და გახდა არქიმანდრიტი, მთელი წლები წმინდა ნიკოლოზი სწყალობდა. დიდება უფალს და მადლობა უფალს, მე ვუთხარი მას, რომ წმინდა ნიკოლოზმა ამოიყვანა ორმოდან, იმის შემდეგ სულ ევედრებოდა წმინდა ნიკოლოზს. გარდაიცვალა დაასაფლავეს ეკლესიის ეზოში. როცა გაგიჭირდებათ, სთხოვეთ წმინდა ნიკოლოზს, წმინდა ნიკოლოზი უარს არ გეტყვით, ახლაც, ამ რთულ დროს მინდა, ვთხოვო წმინდა ნიკოლოზს, რომ გაიღოს მოწყალება, შეიწყალოს საქართველო და მთელი მსოფლიო“, – განაცხადა პატრიარქმა.
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულს აღნიშნავს.