მთავარი ციტატა

“ფაქტი, რომ საქართველო ოკუპირებულია, ჩემთვის საკმარისია იმისთვის რომ ქვეყანა ნატოში მივიღოთ”- ამერიკელი კონგრესმენი

“რუსეთი ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე ამერიკა. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეუძლიათ მსგავსი ცალკეული ნაბიჯებია, ისინი გააგრძელებენ პრობლემების შექმნას. როგორც ევროპელ ლიდერებს ვუთხარი გუშინ ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას, დროა, ორმაგად უფრო ჩართულები ვიყოთ საქართველოში, რომ რუსეთს ჩვენი ბულინგის საშუალება არ მივცეთ. ფაქტი, რომ საქართველო ოკუპირებულია, ჩემთვის საკმარისია იმისთვის რომ საქართველო ნატოში მივიღოთ. ჩვენ ისეთმა სუსტმა ქვეყანამ რომელსაც რუსეთი ჰქვია, არ უნდა შეგვაშინოს.”

ადამ კინზინგერი – ამერიკელი კონგრესმენი

ამის შესახებ ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

იტვირთბა....