ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში კორონავირუსის გავრცელების ერთი მიზეზი არ არის, ბევრი მიზეზია. იქ მოხდა ეპიდაფეთქება, როდესაც ერთი ადამიანისგან ბევრი ადამიანი დაინფიცირდა. შემდგომ ბევრი რეკომენდაცია სოციალური დისტანცირების, ერთმანეთში არსიარულის, ამ დიდი ოჯახების არშეკრების, იგივე სოფლიდან სოფელში არსიარულის, არ განხორციელდა. ამიტომაც გავრცელდა ამ ორ სოფელში ინფექცია. ერთ სოფელში საკმაოდ კარგი იყო დამყოლობა, რომ გამოკვლევებზე ადვილად დავითანხმეთ საზოგადოება. იმის, გამო, რომ დაცული არ იყო რეკომენდაციები, რაც ეძლეოდათ, მივიღეთ ეს მდგომარეობა. ეს შემთხვევა სამაგალითო უნდა იყოს, რადგან მსგავსი, შეიძლება სხვაგანაც განმეორდეს.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინატო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ცნობისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ დასახლებაში – მუშევანსა და გეტაში, ვირუსის გავრხელების მაღალი რისკია. საქართველოში ყოველდღიურად გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევების უმეტესობა სწორედ ბოლნისის კლასტერს უკავშირდება.