ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენ ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას გავართვით თავი, ახლა ეკონომიკის სწრაფი აღორძინების მიმართულებით ვიბრძვით”- გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით,  კორონავირუსის გამო ქვეყანა ორ ფრონტზე იბრძვის – ადამიანის ჯანმრთელობა და ეკონომიკა, საიდანაც პირველ მათგანს წარმატებით გაართვა თავი.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ საკოორდინატო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ახლა მნიშვნელოვანი ბრძოლა ეკონომიკის მიმართულებით უნდა მოხდეს, რათა სწრაფად აღორძინდეს, თუმცა ამან მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე არ უნდა შეუქმნას.

“ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ პანდემიის მიმათულებით მოგვიწევს ორ ფრონტზე ბრძოლა, ორი მიმართულებით ბრძოლა: პირველ რიგში, ეს არის და რჩენა ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და შემდგომ – ჩვენი ეკონომიკის აღორძინება.

ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია დღეს ვთქვათ, რომ პირველ ნაწილს ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას გავართვით თავი და ეს ამ საბჭოს დიდი დამსახურებაა. ეს საბჭო იყო ორგანო, რომელმაც პანდემიის შეჩერებას და პანდემიასთან ეფექტურად ბრძოლის საქმეს სრული სისტემური კოორდინირება გაუწია ყველა მიმართულებით. ჩვენ ახლა ვიბრძვით მეორე მიმართულებით, ეკონომიკის სწრაფი ეფექტური აღორძინების მიმართულებით და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან უკიდურესად არის დაკავშირებული,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნა დაიწყო. ბიზნესის ნაწილმა საქმიანობა განაახლა, გაიხსნა საწარმოები. 23 მაისიდან კი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმდება.

იტვირთბა....